spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გივი თარგამაძე – განწყობილი ვარ სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია

განწყობილი ვარ სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს განუცხადა, რომ უფლება აქვს, უნდობლობით იყოს განწყობილი საგამოძიებო კომისიის მიმართ.

“ერთი კითხვა იყო, ვიყავი თუ არა ინფორმირებული იმ საჯარიმო სანქციებზე, რასაც ითვალისწინებს კომისიაზე გამოუცხადებლობა და დავუდასტურე, რომ ვიყავი ინფორმირებული.

კითხვა იყო რატომ არ მივედი, განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი, ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთითაა შექმნილი და რუსი ადამიანის ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე, სადაც შიგნით ზის როგორც წევრი სოზარ სუბარი, მეორე რუსი ადამიანი, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩემს დაკითხვას ლამობდა აქ საქართველოში. გარდა ამისა, პოლიტიკურად ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი.

განწყობილი ვარ  სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. მის წინააღმდეგ საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებზე მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები