spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი თარგამაძე – ცინიზმია, რომ ერთი ტერაქტით უნდათ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა, ასე არ გამოვა

გივი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლება მისი საქმის გაცოცხლებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას უკვე მეორედ ცდილობს.

“ცინიზმია, რომ ერთი ტერაქტით უნდათ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა. ასე არ გამოვა. რასაც მე ვედავებოდი, კონკრეტული პირების მონაწილეობას ჩემს საქმეში და ისინი უარყოფდნენ. ეს დაადასტურეს, ანუ, თურმე ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ეს ყველანი მონაწილეობდნენ და ისინი იძახდნენ რომ არა. დღეს თქვეს რომ კი, თურმე მონაწილეობდნენ ნამდვილად.

ამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი, მისი სიმამრი თამაზაშვილი, ამაში მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ თამაზაშვილი იყო შევარდნაძის დროიდან დაწყებული ზედა მეთვალყურე ამ ბანდიტური ჯგუფის და მეკავშირე, ეგ იყო ყოველთვის.

მუშაობდნენ რუსებზე, ამიტომ რუსების მონაწილეობა ჩემზე თავდასხმაში ჩემთვის ნათელია სრულებით”, – აცხადებს გივი თარგამაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. მისივე ცნობით, დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები