spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გლდანის ციხეში მე-12 დღეა, რამდენიმე პატიმარი შიმშილობს

გლდანის ციხეში მე-12 დღეა, რამდენიმე პატიმარი შიმშილობს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ისინი ციხის ადმინისტრაციას ძალადობაში,  ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

 

როგორც პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ,  ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ მათ წარდგენილი ბრალი ვერ დაუმტკიცა. 

 

მათივე ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრები სამარტოო საკნებში ჰყავთ გადაყვანილი. 

 

ადვოკატის განცხადებით, ამ პატიმრებს ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ციხეში თანამშრომლების მხრიდან ხდება მათზე ზეწოლა, შეურაცხყოფა, რომ დანაშაულის პროვოცირება მოახდინონ, რის გამოც მათ შიმშილობა გადაწყვიტეს. 

 

საქმე ეხება ქურდული სამყაროს მონაწილეობის ბრალდებით 6 თვის წინ დაკავებულ პირებს. 

 

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 პატიმარი შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები