თბილისში, გლდანში მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობა დილით მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც ცნობილია, მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.