თბილისში, გლდანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 70 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.
მას მრავლობითი დაზიანებები მთელ სხეულზე, სავარაუდოდ, ნაჯახით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, ცხედარი შვილმა ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ სამართალდამცველებთან ერთად ნახა.
მკვლელის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.