spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გლდანში უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. წ. ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. 

 

დანაშაული თავისუფლების  4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

 

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები