საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვა.