“გლოვოს” კურიერი, რომელსაც თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, კურიერი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა თბილისის სადგურთან მოხდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.