spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გოჩა ბარნოვი – აუცილებლად უნდა იყოს ცხადი და მკაფიო განცხადებები, უნდა იყოს რუსეთი დაგმობილი როგორც აგრესორი, ფაშისტი ქვეყანა

სინოდი უნდა შეკრებილიყო, დაეგმოთ ეს ომი, უნდა ეღიარებინათ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ამ მძიმე დღეებში, ეს იქნებოდა, ქრისტიანული და სამართლიანი გადაწყვეტილება,  – ამის შესახებ Front News-ს  თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, როდესაც უკრაინა გამარჯვებული იქნება შემდეგ აღიარებას ნაკლები ფასი ექნება. 

 

“საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინულ ეკლესიას, უნდა აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია – ტომოსი, რომელიც  მსოფლიო   საპატრიარქომ მიანიჭა. 

 

ომი რომ დამთავრდება და  რუსეთი ძირს დაენარცხება, იმის შემდეგ უკვე  აღიარებას  ფასი აღარ ექნება.  მაგრამ ახლა ეშინიათ რუსული გავლენების და მათ წინააღმდეგ არსებული კომპრომატების გამოქვეყნების“, – განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

 

თეოლოგის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია უფრო მკაფიო უნდა იყოს.

 

“ეს არის უსამართლო ომი, რომელიც ემსახურება რუსეთის იმპერიულ ზრახვებს და სამწუხაროდ, ამაში მონაწილეობს რუსეთის ეკლესია, კარგი იქნება,  თუ ევქარისტულ კავშირსაც გაწყვეტს მოსკოვის ეკლესიასთან. 

 

აუცილებლად უნდა იყოს ცხადი და მკაფიო განცხადებები, რომ წაიკითხავ და არ დაიწყებ ფიქრს, რომ ამაში რას გულისხმობენ, რატომ არ ახსენებენ რუსეთს.  ცალმხრივად უნდა იყოს რუსეთი დაგმობილი როგორც აგრესორი, ფაშისტი ქვეყანა. საქართველოს საპატრიარქო სხვებს კი არ უნდა თხოვდეს პროდუქტის მიტანას, თვითონ, თავის სახსრებით უნდა ყიდულობდეს და აგზავნიდეს უკრაინაში. რაღა გამოდის, მისი ფუნქცია, ფოსტაში მიმტანის? 

 

იყო ცალკეული ეპისკოპოსების მხრიდან მკაფიო განცხადებები, მეუფე მელქისედეკმა რუსეთი აგრესორად მოიხსენია, მეუფე დიმიტრიმ გააკეთა განცხადება,  სხვების ხმა არ ისმის. სინოდი უნდა შეკრებილიყო, დაეგმოთ ეს ომი, უნდა ეღიარებინათ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ამ მძიმე დღეებში, ეს იქნებოდა, ქრისტიანული და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბარნოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები