spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გოჩა ჯავახიშვილი – საფრანგეთში არის გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ ურთიერთობები, შესაძლოა, ცოტა გართულდეს

საფრანგეთში არის გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ ურთიერთობები, შესაძლოა, ცოტა გართულდეს, რადგან მათ იციან, რომ დონალდ ტრამპს გულზე არ ეხატება ევროკავშირი და ჯერ კიდევ, რთულია იმის თქვა, რა პოზიციას დაიჭერს ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამპის პროგრამის ნაწილია, რომ ევროპული წარმოშობის პროდუქციაზე გაიზარდოს ბეგარა, თითქმის 25%-მდე დაიბეგრება ევროპული პროდუქცია, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპელი მწარმოებლებისთვის არის შემაშფოთებელი.

“საფრანგეთში, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ამ უმნიშვნელოვანეს, მსოფლიოსთვის ღირებულ პოლიტიკურ პროცესს და მაკრონი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოს ლიდერი იყო, რომელმაც ოფიციალურად მიულოცა ტრამპს გამარჯვება. ექსპერტები ბოლო პერიოდში გამოთქვამდნენ იმ პროგნოზს, რომ სავარაუდოდ, ტრამპი იქნებოდა ამ არჩევნებში გამარჯვებული, თუმცა ბოლო დღემდე ცხადად არაფერი იყო გადაწყვეტილი. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთში არის გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ ურთიერთობები, შესაძლოა, ცოტა გართულდეს, რადგან მათ იციან, რომ დონალდ ტრამპს გულზე არ ეხატება ევროკავშირი და ჯერ კიდევ, რთულია იმის თქვა, რა პოზიციას დაიჭერს ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ.

ტრამპის პროგრამის ნაწილია, რომ ევროპული წარმოშობის პროდუქციაზე გაიზარდოს ბეგარა, თითქმის 25%-მდე დაიბეგრება ევროპული პროდუქცია, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპელი მწარმოებლებისთვის არის შემაშფოთებელი და პოლიტიკურად ევროკავშირს უბიძგებს იმისკენ, რომ თავადვე იზრუნონ ევროკავშირის თავდაცვის საკუთარ არქიტექტურაზე, საკუთარი შესაძლებლობებით გააძლიერონ ევროკავშირის დაცვა, რადგან ტრამპი არ არის კმაყოფილი გლობალური ორგანიზაციების მუშაობით, მათი ეფექტურობით და დიდი ალბათობით, იქნება ამ მხრივაც ურთიერთობების განხილვა“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები