spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გოჩა თუთბერიძე – სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთისთვის, უკვე არის მძიმე, თუმცა არა აუტანელი

სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთისათვის  უკვე არის მძიმე, თუმცა არა აუტანელი, – ამის შესახებ  Front News-ს  ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა გოჩა თუთბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, რუსეთი სანქციებისაგან მიღებულ შედეგების კონპესირებას  ნავთობისა და გაზის ექსპორტიორებისათვის დაწესებული რეგულაციით ცდილობს. 

 

“სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთისათვის, უკვე არის მძიმე, თუმცა არა აუტანელი, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შემონახული თავისი “იარაღი” –   ნავთობი და გაზი. მისი გაყიდვიდან მას აქვს სავალუტო შემოსავლები, რომელიც საკმაოდ დიდია.  ის, რომ დასავლეთმა დაასანქცირა ცენტრალური ბანკი და რამდენიმე წამყვანი კომერციული ბანკი, ჩახსნა ისინი სვიფტიდან, ამან გამოიწვია ის,  რომ რუსეთის მოქალაქეებს გაუჭირდათ ნაღ ფულთან წვდომა, რიგები არის ბანკომატებთან. ყველა ცდილობს ახლა ბანკებიდან გამოიტანოს თანხა და ნაღდი ფულის სახით შეინახოს სახლში.

 

ამან სიძნელეები გამოიწვია, რუბლიც კი ვერ გამოაქვთ, უცხოურ ვალუტაზე აღარ არის ლაპარაკი,  მაგრამ ჯერჯერობით შესაძლებლობა აქვთ ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული სავალუტო  შემოსავლებით მოახდინონ ამის ერთგვარი კომპესირება.  რუსეთის მთავრობის ახალი რეგულაციით ექსპორტიორები ვალდებული არიან სავალუტო ამონაგების 80 პროცენტი გაყიდონ, რაც ამ წუთას ასრულებს ცენტრალური ბანკის ინტერვენციების როლს.  

 

თუ მოხდება ისე,  რომ ევროპა უარს იტყვის რუსულ გაზსა ნავთობზე, მას გაუჩნდება ალტერნატივა და გადაერთვება ნავთობის სხვა მიმწოდებლებზე, რუსეთის ეკონომიკა ამ დარტყმას უკვე ვეღარ გაუძლებს” – განაცვხადა თუთბერიძემ. 

 

მისი თქმით, აგრესორის ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება ბრენდული კომპანიების გასვლა ქვეყნიდან, რაც ათიათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს. 

 

“ჩამოშლის პროცესი დაწყებულია, თუმცა წარმოდგენა რომ ხვალ და ზეგ ჩამოიშლება რუსეთის ეკონომიკა, ასეც არ არის. სანამ ეს იარაღი ექნება, ნავთობი და გაზი იქამდე ეცდება ეს ჩამოშლის პერიოდი გაწელოს,  ამას შეიძლება რამდენიმე თვე დაჭირდეს. 

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს  წამყვანმა ბრენდებმა დახურეს თავისი ოფისები რუსეთში, ეს ნიშნავს რომ მრავალი ათასი მაღალანაზღაურებადი ადამიანი დარჩება დღეს უმუშვერად რუსეთში. ასევე საჰაერო სივრცე იხურება რუსეთისთვის, “ბოინგმა” უარი თქვა რუსული კომპანიების მომსახურებაზე, ესეც სერიოზული პრობლემაა, გამოდის, რომ რუსეთს გაუჭირდება შიდა ფრენების შესრულებაც, საკუთარი თვითმფრინავების პარკი მათ არ აქვთ, რაც არის,  ძალიან მოძველებულია. შესაბამისად ძალიან დიდი სირთულეების წინაშე დგებიან”, – განაცხადა თუთბერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები