თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს.
სავარაუდოდ, დაჭრილია კიდევ ორი მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, სროლა ორმხრივი იყო.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.