თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე დაცვის პოლიციელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.
გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა.