spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გოგი წულაია – ამ ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, თვითონ უნდა ეძებდეს მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლების გზებს

ამ ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, თვითონ უნდა ეძებდეს მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლების გზებს, – ამის შესახებ პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ გოგი წულაიამ Front News-ს განუცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისათვის მძიმე შედეგის მომტანია და ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. 

 

“მიშას ციხეში ყოფნის ყოველი წუთი მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მონახოს გამოსავალი.  იმის იმედად, რომ ვერ გაუძლებს და შიმშილობას შეწყვეტს, ნუ იქნებიან. მაგათ იმის იმედიც ჰქონდათ, რომ არ ჩამოვიდოდა და არ ჩაჯდებოდა ციხეში, მაგრამ ეს იმედი გაუცრუვდათ. ამ ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, თვითონ უნდა ეძებდეს მისი გათავისუფლების გზებს, ისეთ შარში შეიძლება გაეხვიოს ქვეყანა. გარდა ამისა, ყოველი წუთი “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამს წყალს. მარტივ ამბავს გეტყვით, ჩემი მეზობელი, რომელსაც მიშას სახელს ვერ უხსენებდი, გუშინ მეუბნება, მეცოდება მიშა,  ციხეში რომააო, ამას ვერ წარმოვიდგენდი. რაც უფრო დიდ ხანს გააჩერებენ მიშას ციხეში,  მით მეტი იქნება ასეთი ადამიანი”, – განაცხადა წულაიამ.

 

მისივე თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას.  

 

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხვალ რამდენი ადამინი იქნება აქციაზე. რაც შემეხება მე, არ ვარ ამ კითხვაზე საპასუხოდ მზად, ჯერ ვფიქრობ, თუმცა ვაღიარებ და ვამბობ, რომ ვარ სოლიდარული მისი გათავისუფლების მოთხოვნის”, – განაცხადა წულაიამ.

 

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს,  მცირე პარტიებისაგან აქციაზე დასწრების შესახებ უარი პოსტოცნებისტური პერიოდისათვის სამზადისს უკავშირდება.  

 

“ყველა პარტია ცდილობს დისტანცირება გააკეთოს “ნაციონალური მოძრაობიდან”, რადგან ვხვდებით, ხვალ უკვე ეს ხელისუფლება აღარ იქნება.  ჩვენი ამოცანაა,  რომ ამ მცირე პარტიებმა სახე შევინარჩუნოთ და როდესაც წავა ხელისუფლებიდან “ქართული ოცნება”, პოლიტიკური ჭადრაკის დაფა არ იყოს ცარიელი სხვა პარტიებისაგან და მთლიანად კარტ-ბლანში არ ჰქონდეს “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები