გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიტიკოსის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, წულაია ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ბატონი გოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის 10 დღეა, შიმშილობს, 15 კილო აქვს მოკლებული. ვეღარ ლაპარაკობს და ვეღარ დადის, ამიტომ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, პალატაშია", – აცხადებს გელბახიანი.
გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. ის პირველივე დღიდან შიმშილობს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია.