spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებების ხარჯებსა და სოციალურ დახმარებებს სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს.

ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს და იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში (დოკუმენტის ბმული – https://gori.gov.ge/uploads/2023_wlis_socialuri_da_jandacvis_programa.pdf)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები