spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.

გორის მუნიციპალიტეტისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტები გადაეცემათ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს, უსინათლოებსა და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს.

სააღდგომო საჩუქარს 400-მდე ბენეფიციარი მიიღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები