გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ეტაპზე მოასპარეზე გუნდებს ახალი ეკიპირება გადასცა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეკიპირება გუნდებისთვის გორის მერიამ შეიძინა.
რეგიონული ეტაპი შიდა ქართლში დაიწყება 22 მარტს, მასში გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლების გუნდები იასპარეზებენ.
გამარჯვებულები ითამაშებენ ზონალურ და ბოლოს დასკვნით ეტაპზე. ფინალში კი საქართველოში საუკეთესო გუნდები გამოვლინდება.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2024-2025 წლების სეზონი სექტემბერში დაიწყო და მაისში დასრულდება.
შეჯიბრებები ტარდება სპორტის 7 სახეობაში: მინი – ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი.