spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს და ბანაკის პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.

პროექტი “ახალგაზრდა ლიდერები 2025” გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის თანამშრომლობით ხორციელდება.

ახალგაზრდები ესწრებოდნენ ტრენინგებს სასკოლო თვითმმართველობის განვითარების, პროექტის წერისა და პრეზენტაციის, სოციალური აქტივიზმის, ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.

გარდა შემეცნებითი აქტივობებისა, ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებშიც.

პროექტის მიზანია ლიდერული თვისებების განვითარება, პროექტების წერისა და მართვის შესწავლა, საგრანტო პროექტების მოძიება და მათი პრიორიტეტების განსაზღვრა.

მიმდინარე წელს ბანაკი 15-დან 29 წლამდე ასაკის 80 ახალგაზრდას ორ ნაკადად მასპინძლობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები