გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მეეზოვე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეეზოვეებს მათი შრომის დაფასებისა და მადლიერების ნიშნად ყვავილები გადასცეს.
“ყველა ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას. დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ მეეზოვე ქალბატონებთან შეხვედრა, რადგან თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას და მადლიერებას იმსახურებს. მათი შრომა შეუფასებელია. ისინი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ და საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ”, – განაცხადა სიმონ გულედანმა.