spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სპორტულ წრეებში ჩართულ მოზარდებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიულოცეს ახალი ავტობუსები და სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები მოემსახურება სააგენტოს აღსაზრდელებსა და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, როგორც საქართველოს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სააგენტოში სხვადასხვა სპორტის სახეობას 3 000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება.

ახალგაზრდა სპორტსმენები გასვლით ტურნირებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები