გორის მუნიციპალიტეტში ბალახზე დაყრილი 30-მდე პირადობის მოწმობა ნახეს, – ფაქტის ამსახველი ფოტო ადგილობრივმა ტატიანა ცერცვაძემ სოციალურ ქსელში განათავსა.
მისივე განმარტებით, ფაქტი არჩევნებს უკავშირდება.
“ბალახზე ეყარა პირადობები, ეს იყო ძველი ტიპის პირადობები, დახლოებით 20-დან 30-მდე. ყურადღება მიიქცია, სურათი გადავუღე და წავედი, პოლიცია არ გამომიძახებია, არჩევენებს ვუკავშირებ”, – აცხადებს ტატიანა ცერცვაძე.
აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოსახლეობისაგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა არჩევნების გაყალბების სქემას უკავშირდება.
“როგორც ჩანს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა აგიტატორმა, ან კოორდინატორმა დაკარგა პირადობის მოწმობები, რომელიც მოსახლეობისგან შეაგროვა დაშინების და ზეწოლის შედეგად”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ანა ბალიაშვილმა.