spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 შშმ პირს ეტლები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 შშმ პირს ეტლები გადაეცათ.

დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები.

“ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უცხოელი დონორები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2012 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.

ბენეფიციართა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ეტლით მოსარგებლე პირები, მათ შორის ბავშვებიც.

ორგანიზაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შიდა ქართლის რეგიონთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. დღემდე, სავარძელ-ეტლებით რეგიონში 800-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირია უზრუნველყოფილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები