spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცხრა სოფელში მუნიციპალიტეტის 30 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

კარალეთში, დიდ  და პატარა გარეჯვარში, ძევერაში, ქიწნისში, სათემოში, ტყვიავში, მარანაში, ფლავში, ფლავისმანში, ქვახვრელში, უფლისციხეში, ხიდისთავში, ბერბუკში, სვენეთში, ხელთუბანში, თორტიზაში, ტინისხიდში, ოთარშენში, ქვეშში, ქვემო არცევში, ზემო ხვითში, ზემო ნიქოზში, ფხვენისში, ქვემო ხვითში, შინდისში, ყელქცეულში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში შეარჩევენ.

ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 27 იანვარს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები