საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაბადების დღე ტორტით მიულოცეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდგ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა ჰოსპიტალის პერსონალთან მადლობა დააბარა.
“მიხეილს სააკაშვილმა მადლობა დამაბარა გორის სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალისთვის, რომლებმაც სპეციალური ტორტი მოუმზადეს დაბადების დღისთვის, სხვათა შორის, ძალიან გემრიელი”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.