გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შემთხვევა კლინიკა “გორმედში” მოხდა.
სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს, ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა, გადაუდებელი ოპერაციის დროს კი გულის გაჩერება დაფიქსირდა.
“გორმედის” სამედიცინო ცენტრის ვარაუდით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
მათივე ცნობით, ნაყოფი გადარჩა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დაღუპულის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს.
გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.