spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გორის სასამართლომ საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის განცხადებით, გორის 15 საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში მითითებული რაოდენობისგან განსხვავებული აღმოჩნდა.

საია სარჩელით გორში 69 უბნის ხოლო კასპში 26 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესის დროს  ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მოხდა ამომრჩეველზე ზეწოლა და მათი მოსყიდვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები