გორში 60 წლამდე მამაკაცი 14 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ცნობილია, რომ დაკავებული ოჯახის ახლობელია.
გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.