გორში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი პოლიციელებმა მანქანაში ნახეს.
არსებული ინფორმაციით, მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.