გორში, ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე იყო და ბინა ნაქირავები ჰქონდა.
32 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.