გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გორი-ბერბუკის მონაკვეთზე პოლიციის პიკაპი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი არ დაშავებულა, მისი მშობლები კი კლინიკაში გადაიყვანეს.