გორში, სოფელ სობისში მამამ შვილი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები თავის არეში სავარაუდოდ, ნაჯახით აქვს მიყენებული.
შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა უკვე დაკავებულია.ის დანაშაულს აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.