გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარლენ ნადირაძის სახლი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, დაკარგულია მეხსიერების ბარათები, სადაც სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ფინანსების ხარჯვითი ნაწილი იყო აღრიცხული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.