spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გორში შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 67 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 
დანაშაული თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 
“გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს – 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.
 

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები