გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
პროექტის მიხედვით მოეწყობა 850 მეტრი გზა, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია.