spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრეგოროვა – თუ დავადგენთ, რომ მართლა მოხდა ეს მანიპულაციები და დადასტურდა ყველაფერი, აუცილებელია დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები

მე პირადად ვიყავი ლაგოდეხში, თელავში, თბილისში და ჩვენ ნამდვილად ვნახეთ გაყალბების ძალიან ბევრი შემთხვევა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ მიმდინარეობდა მანიპულაციები, აუცილებელი იქნება ინდივიდუალური სანქციების დაწესება.

“მე პირადად ვიყავი ლაგოდეხში, თელავში, თბილისში და ჩვენ ნამდვილად ვნახეთ გაყალბების ძალიან ბევრი შემთხვევა. მე ვნახე, რომ მარკირების სითხეს ან არ იყენებდნენ, ან მოჩვენებით იყენებდნენ, ასევე ვნახეთ ბიულეტენის ყუთში ჩაყრის შემთხვევები, ჩვენ ვნახეთ ძალადობა საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები. მიმდინარეობდა ამომრჩევლების დაშინების კამპანია, ისევე, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ან ამომრჩეველზე ძალადობის ფაქტები და ამის შემდეგ, შეუძლებელია, ამ არჩევნებს რამენაირად ლეგიტიმური ვუწოდოთ. ამ ყველაფერზე ევროკავშირის ეფექტური პასუხი, შეიძლება იყოს, ორი მთავარი რამ – უპირველესყოვლისა, უნდა მოხდეს ამ არჩევნების საერთაშორისო გამოძიება და ყველაფრის გამოკვლევა, ვიცი, რომ ეუთო ატარებს თავის კვლევას, მაგრამ უფრო მეტია საჭირო და მეორე – თუ დავადგენთ, რომ მართლა მოხდა ეს მანიპულაციები და დადასტურდა ყველაფერი, აუცილებელია დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები, ასევე აუცილებელია დისკუსია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები