spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრეგოროვა – თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას

მე არ ვიცი, რატომ დგამს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ეს არის არჩევნების წაგების სტრატეგია. შესაძლოა, მათი წაგება დემოკრატიისთვის უკეთესი იყოს, მაგრამ ეს მაინც უცნაურია იმ პარტიისგან, რომელსაც არჩევნების მოგება სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოში არჩევნები გაყალბდება, იგივე მოხდება, რაც ბელარუსში.

“მე არ ვიცი, რატომ დგამს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ეს არის არჩევნების წაგების სტრატეგია. შესაძლოა, მათი წაგება დემოკრატიისთვის უკეთესი იყოს, მაგრამ ეს მაინც უცნაურია იმ პარტიისგან, რომელსაც არჩევნების მოგება სურს. ჩემი აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ომს მოიგებს უახლოეს თვეებში, რაც ჩემი აზრით ვერ მოხდება და ისინი შემდეგ გამარჯვებულ მხარეს იქნებიან, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ. ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას, კერძოდ სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ასევე, მთელ ბელორუს სამოქალაქო საზოგადოებას ფინანსურად და ეკონომიკურად, ბელარუსი კი დავასანქცირეთ. ამიტომ, თუ საქართველოში იგივე მოხდა, მაშინ ეს პრეცედენტია”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

თბილისში ჯორჯ ბუშის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის მე-8 კონფერენცია “გარდამტეხი წელი” მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები