ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ ძალიან საეჭვო ქმედებები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე. ჩემმა კოლეგებმა დააფიქსირეს ასევე ბიულეტენის ჩატენვის მცდელობები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ არ შეიცვლება, მაგრამ, ყველა ყურადღებით დააკვირდება ახალი მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს.
“ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ ძალიან საეჭვო ქმედებები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე. ჩემმა კოლეგებმა დააფიქსირეს ასევე ბიულეტენის ჩატენვის მცდელობები. ეს ადამიანები გააძევეს უბნიდან, თუმცა ისინი არ წავიდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ კიდევ მიეცემოდათ შანსი. იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ პირადად ვნახეთ და ბრალდებები, რომლებიც გვესმის ძალიან სერიოზულია იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ არჩევნებმა უპრობლემოდ ჩაიარა. ვფიქრობ, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ არ შეიცვლება, მაგრამ, როგორც გითხარით, ყველა ყურადღებით დააკვირდება ახალი მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.