spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ლილუაშვილი – ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით

პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება, დაელოდეთ გამოძიებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“მე რატომ უნდა დამიბარონ. რა შუაში ვარ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა”, – განაცხადა ლილუაშვილმა. 

 

კითხვაზე, რომ ოპოზიცია თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვს, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლიან“.

 

“ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა, რომ საქმე უნდა აკეთოს იმან, ვინც საქმის გაკეთება იცის“, – აღნიშნა ლილუაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები