spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ბატონო კახა, 2024 წელს კიდევ თბილისის მერი იქნებით და შეწყვიტეთ ჩვენ მოკავშირე პრეზიდენტებზე საუბარი, გაგიხსენებენ მწარედ

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა.

 

“რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და კალაძეს, თქვენი საშუალებით მინდა, საქართველოს მოქალაქეების სახელით ვთხოვო, ბატონო კახა, 2024 წელს კიდევ თბილისის მერი იქნებით და შეწყვიტეთ ჩვენი მოკავშირე პრეზიდენტებზე საუბარი. გაგიხსენებენ მწარედ. როდესაც ვიღაცას ეუბნები, ყველამ თავის სახელმწიფოს მიხედოსო, 2024 წელს ისტორიული კურიოზის ჩადენას რომ აპირებთ, რომ ევროპის კავშირს უნდა მიმართოთ წევრობაზე, ესტონელები გეტყვიან, ბატონო კახა, ახლა თქვენ მიხედეთ თქვენს სახელმწიფოსო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებდა კალაძე-გახარიას შეხვედრის საკითხს და გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას, ვაშაძემ განაცხადა, რომ ამისთვის უნდა იყო „ქართულ ოცნებაში“ ან გიორგი გახარიას პარტიაში. 

 

“მე არავის პარტიაში არ ვარ და არც ვაპირებ. ეს არჩევნები ჩემთვის ბოლო არჩევნებია. ამის შემდეგ დაგემშვიდობებით დიდი სიამოვნებით“, – აღნიშნა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები