spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ჩვენ შიდა საქმეებზე არ გვილაპარაკია, მაშინ მე საპყრობილეში მყოფი ადამიანისთვის ბევრი მწარე სიმართლე უნდა მეთქვა

ჩვენ შიდა საქმეებზე არ გვილაპარაკია, მაშინ მე საპყრობილეში მყოფი ადამიანისთვის ბევრი მწარე სიმართლე უნდა მეთქვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  გრიგოლ ვაშაძემ  რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში აუდიენციის შესახებ  საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.  

 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვიზუალურადაც ეტყობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. მისი თქმით, სააკაშვილმა  თავადაც  უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობს. 

 

“მისი ჯანმრთელობა არის რადიკალურად შეცვლილი, მე ექიმი არ ვარ, რომ დიაგნოზი დავსვა და ვთქვა წნევა აქვს, ტახიკარდია, თუ რა აქვს, მაგრამ ეს ის მიშა არ არის,  რომელიც მე რომ მოვინახულე პირველად, როცა 2 თუ 3 კვირის დაპატიმრებული იყო. გასაგებია, რომ შემართება არსად წასულა, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ ეს ადამიანი უკიდურესად დასუსტებულია და ამას სერიოზულად მიხედვა ჭირდება.

 

ყველა პატიმარს ერთნაირი პირობა უნდა შევუქმნათ თუ ჩვენ ევროპაზე გვაქვს პრეტენზია და ყველა პატიმარს ერთანირად უნდა მივხედოთ, თუ ვხედავთ და ვიცით ექიმების დასკვნებიდან,  რომ მისი ჯანმრთელობა სასწრაფო-სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ძალიან ცუდად ვარო, მითხრა”, – განაცხადა ვასაძემ. 

 

კითხვაზე ისაუბრეს თუ არა მის მიერ “ნაცონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ, ვაშაძემ განაცხადა, რომ  საუბრისას მტკივნეულ თემებს არ შეხებიან და არ აპირებს ამაზე საუბარს,  ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩენა. 

 

“ჩვენ შიდა საქმეებზე არ გვილაპარაკია, მაშინ მე საპყრობილეში მყოფი ადამიანისთვის, ვისთან ერთადაც, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლები გავატარე და მოკრძალებულად რომ ვთქვა, შედეგებიც გვქონდა, ბევრი მწარე სიმართლე უნდა მეთქვა. მე ჩემს თავს ვერ მივცემდი ამის უფლებას და ისიც,  ადამიანურ ურთიერთობაში ძალიან თავშეკავებული და ფაქიზი ადამიანია, ეს შეკითხვები ჩემთვის არ მოუცია. ძალიან ბევრ რაღაცას მშვენივრად ხვდება, განსაკუთრებით დღეს”, – განაცხადა ვაშაძემ.  

 

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომაერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან საკმაოდ დაძაბული საუბარი  2020 წლის არჩევნებამდე ქონდა, რის შემდეგაც მის დაჭერამდე კომუნიკაცია აღარ ქონია.

 

“მე მასთან ბოლო საუბარი მქონდა 2020 წლის ივლისში, ეს არ იყო რიგითი საუბარი, ვუთხარით ერთმანეთს, როგორ წარმოგვიდგენია მომავალი, ვერ შევთანხმდით, მე მაშინ მოვუყევი, როგორ წარმომადგინა მოვლენების განვითარება, რომელიც კარზე იყო მომდგარი, არ დამეთანხმა და საუბარი ისეთი იყო,  როგორც ერთს  მეგრული და  ერთ იმერული ტემპერამენტის ადამიანს შეეფერება. ეს ფრჩხილების გარეთ გავიტანეთ და მე შევდივარ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან , რომლის ყველა შეცდომა გადაცდომა და ასე შემდეგ ვერ წაშლის იმ ისტორიულ და მონუმენტალურ საქმეს, რომელიც მან გააკეთა”,  – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები