spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – დასავლეთმა აღარ უნდა მოხსნას ეს სანქციები, სანამ ეს რეჟიმი კრემლში არსებობს

დასავლეთმა აღარ უნდა მოხსნას ეს სანქციები, სანამ ეს რეჟიმი კრემლში არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, აშშ-სა და  ნატოს ჩართვა  უკრაინა-რუსეთის ომში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს შეიცავს. 

 

“იმის მოთხოვნა,  რომ ნატომ და აშშ-მ დაიწყოს  სამხედრო ჩარევა  უკრაინა-რუსეთის ომში, რომელიც ინსპირირებულია ჭკუიდან გადასული, მუხრუჭების არმქონე კრემლის ხელმძღანელობის მიერ, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს და შეიძლება,  ბირთვული იარაღის გამოყენებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

 

მისივე თქმით,  დასავლეთა სანქციებით უნდა შეაჩეროს რუსული ჯავშანტექნიკა,  რომელიც თუ არ გააჩერეს, ისე არ ჩერდება.

 

“უკრაინამ მოლაპარაკების ფინალამდე არ უნდა  შეწყვიტოს, რაც უნდა მძიმე იყოს, სამხედრო წინააღდეგობა.  მეორე – ამ ზავის პირობებში მოლაპარაკების შედეგის შემდეგ დასავლეთმა აღარ უნდა მოხსნას ეს სანქციები, სანამ ეს რეჟიმი კრემლში არსებობს.  ეს არის იმის წინაპირობა,  რომ ჩვენ ასე თუ ისე დავწყნარდებით მომავალში და ასეთი კოშმარი არ იქნება. უკრაინის,  საქართველოს, სირიის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ეს რუსული ჯავშანმატარებელი არ ჩერდება,  სანამ არ გააჩერებ.  თუ პირდაპირი სამხედრო ძალით არ შეგიძლია გაჩერება,  უნდა გააჩერო მძლავრი ეკონომიკური სანქციებით, რომელიც უკვე მოქმედებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები