spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით, ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ

ეს ბოლო არჩევნებია ყველანაირი თვალსაზრისით. ვერასოდეს კანდიდატად ვეღარ მიხილავთ, – ამის შესახებ “მესამე ძალის” წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც მის შესაძლო კანდიდატობას შეეხებოდა.

 

ამასთან, მან “მესამე ძალის” შესახებ ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

 

“გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, უფრო სწორედ, მარტო გიორგი ვაშაძესთან არ ვარ. ვარ „მესამე ძალასთან“. რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანი „მესამე ძალაზე“? იმიტომ რომ ძალიან მომწონს რომ განთავისუფლებული არის აბსოლუტურად ყველა პარტიული მესიჯბოქსისგან და აპირებენ ილაპარაკონ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.აქტიურად ვიქნები ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს არ ეხება მარტო მესამე ძალას. სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებსაც შეთანხმებული ვარ, რომ დავეხმარები“, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები