spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, გავიგებ

სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, გავიგებ იმ წუთასვე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  გრიგოლ ვაშაძემ  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა

 

“მე არ მაქვს პატივი ვიცნობდე უკრაინის დაზვერვას და არც მის კომპეტენციაში მეპარება ეჭვი, მაგრამ როდესაც კითხულობ ფორმულირებას, რომ საქართველოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებას  შესაძლო არხის გახსნაზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით, უკვე…  დიმპლომატიაში ვმუშაობ დიდ ხანია და ვიცი, განცხადება როგორაა და რისთვისაა შედგენილი.  რაც შეეხება დაზვერვებს, უკრაინის დაზვერვას არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი მოკავშირეებისთვის  ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, გავიგებ.  იმ წუთასვე  ვიტყვი,  არ გავჩუმდები. ჩემს შეკითხვაზე,  – აქამდე იყო, რაც თქვენს ეჭვს იწვევს? პასუხი იყო ასეთი, – ჯერჯერობით არა“, –  განაცხადა ვაშაძემ. 

 

რაც შეეხება უკრაინის ბრალდებებზე რეაგირებას, ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს გაჩუმებისაკენ მოუწოდებს. 

 

“ჩვენ ჩვენი მწარე გამოცდილებიდან 2008 წელს გვაქვს გავლილი ეს, თუ ვეთანხმებით ჩვენს მოკავშირეს დავეთანხმოთ, თუ არა გავჩუმდეთ. ისე როგორც ამას რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აკეთებს, რომელიც თითქმის შეურაცხყოფილია, ზოგიერთი გამონათქვამებით, გავჩუმდეთ. დამთავრდეს ომი, იმედია,  უკრაინის გამარჯვებით და შემდეგ დავჯდეთ და გავარკვიოთ ურთიერთობა. იმედი მაქვს, მაგ დროს უკვე  ეროვნული  თანხმობის პროფესიონალი მთავრობა გვეყოლება“, -განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები