spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – შეურაცხყოფილები ვართ და შეურაცხყოფილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქე, ამის გატარება და ამის გადაყლაპვა არ შეიძლება

შეურაცხყოფილები ვართ და შეურაცხყოფილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქე, ამის გატარება და ამის გადაყლაპვა არ შეიძლება,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგიოლ ვაშძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის  უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლა საქართველოს მოვალეობაა, თუ უნდა ევროპული სამყაროს ნაწილი იყოს. 

 

“ვარ დაზაფრული და შეურაცხყოფილი. როგორც საქართველოს მოქალაქე რა ოფიციალურ მოწვევას ელოდებით მაშინ, როდესაც თქვენს თვალწინ მეორდება ის ტრაგედია, რაც აფხაზეთში მოაწყვეს ამ ბარბაროსებმა და ველურებმა, ახლა რაც მათ გააკეთეს ბუჩაში. 

 

პოლიტიკა ხომ სიმბოლოებიც არის, საქართველოს პარლამენტის სპიკერი, რომელიც ჩადის  ბუჩასა და კმარატორსკში, უკრაინის მოქალაქეებსა და თავის კოლეგებს ხვდება, ისევე როგორც ევროპელი ლიდერები…   ეს ჩვენი მოვალეობაა,  თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გავხდეთ.  
ევროპის კავშირი ამას როგორ შეხედავს, ეს რა განცხადება იყო? შეურაცხყოფილები ვართ და შეურაცხყოფილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქე, ამის გატარება და ამის გადაყლაპვა არ შეიძლება. ფიზიკურად რომ არ ეშინიათ, გასაგებია. სახელმწიფოებრივად რისი ეშინიათ? თუ რამეზე მიერთება შეიძლებოდა, რაც რუსეთს მტკივნეულად მოხვდა, ყველაფერზე მიერთებული ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები