spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გუბაზ სანიკიძე – ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს

ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს. ასეთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ ისტორიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყალიბის პოლიტიკოსი გარეთ არ არის.

“ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს. ასეთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, რომ არის ოპოზიციის ლიდერი და არც თვითონ თქვა უარი. კი ბატონო, ვაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ მეორე მხარე არ აღიარებს მას პრეზიდენტად. პრეზიდენტი რომ გერქვას, პრეზიდენტივით უნდა იქცეოდე. როდემდე, ხალხო?! შედეგი ხომ უნდა იყოს? ყველა იძახის უპრეცედენტო ერთიანობაო, რაში გამოიხატება ეს ერთიანობა?! არაფერში შეთანხმებული არ ვართ. ეს პროცესი ღია უნდა იყოს, დამალულში ვერ ვაჯობებთ ბიძინას ვერაფრით. როცა პრეზიდენტთან იკრიბებიან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა თემებზეა იქ საუბარი, რამე დასამალია?! მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კოლეგებისთვის არის პოლიტპატიმარი?! ზოგი ამბობს კიო, ზოგი – არაო. მიხეილ სააკაშვილის ყალიბის პოლიტიკოსი გარეთ არ არის”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები