ისტორიას ქმნიან იდეალისტები და არა ხაზინის ქურდები, ერთ-ერთი იდეალისტი ახლა ზის ციხეში და შიმშილობს – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცის, რასაც აკეთებს.
“სააკაშვილმა წამზომი ჩართო, პირდაპირი გაგებით, წამზომი ჩართო ყველასთვის, – ქართველი საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის, ოპოზიციისთვის, დასავლეთისთვის, ეკლესიისთვის. ისტორიას ქმნიან იდეალისტები, ისტორიას არ ქმნიან ისეთი ადამიანები, როგორებიც დღეს ქვეყანას მართავენ, ხაზინის ქურდები ისტორიას არ ქმნიან, ერთ-ერთი იდეალისტი ახლა ზის ციხეში და შიმშილობს”, – განაცხადა სანიკიძემ.
მან მიხეილ სააკაშვილთან მისი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანას სჭირდება.
“ჩვენ ერთმანეთისთვის კი არ გვიპატიებია, ჩვენი ცოდვებით ვართ მოკავშირეები… იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, საკუთარ თავს გადავახტი, მეც და ისიც, წითელი ხაზებით გადაგვიკვეთავს მე და სააკაშვილს ერთმანეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ქვეყანაზეა ლაპარაკი”, – აღნიშნა სანიკიძემ.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მალე შეიცვლება, ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, ხოლო “ქართული ოცნების” ახლანდელ სახეები იმედგაცრუებული დარჩებიან.
“მეორე ტურებზე მოლოდინი მაქვს, რომ იქნება სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა. ხელისუფლება ისევ თავის სიყრუესა და სიბრმავეში რჩება და აპირებს მთლიანად მოიგოს, კიმ ჩენ ინია ბიძინა უკვე, ვერ ატყობთ? ვერ არის ჯანზე კაცი. ყველაფერი უნდა მოვიგოო, ყველა სოფელი, ყველა ქალაქი, ყველა დაბა. დადგება ძალიან მალე ის დრო, როცა იხილავთ თქვენს კრახს. ეგ ბიძინა რაღაც გარანტიებს მიიღებს, სხვათა შორის, თავის დროზე წინა ხელისუფლებასაც ვეუბნებოდი, ვიღაცებს მოგიწევთ პასუხისმგებლობა. ეს ბიძინა თავის ოჯახზე რომ მიითებს გარანტიებს, თქვენს ოჯახებზე კი არ გამოიდებს თავს. აგერ არის მოლდოვა, პლახატნიკი, რომელიც გაიქცა და მისი მომხრეები თვითმფრინავსში არ აუშვა.
ვერ გიტანთ ბიძინა, ბიძინას ეშინია და სძულს ოპოზიციონერები და ვინც თავისი უნაგირის ქვეშ ვერ მოაქცია, ბევრი ვართ ასეთი, მაგრამ იცოდეთ, მას აქვს ნათქვამი ჩემთვის და მაგიტომ გეუბნებით, აი, თქვენ, ნაყიდები რომ ხართ და მისი მონები რომ ხართ, თქვენ დასანახად ვერ გიტანთ ის. ვერცერთს ვერ გიტანთ დასანახად. ჩვენზე უფრო მეტად სძულხართ, ადამიანებად არ გთვლით, უახლოეს პერიოდში იხილავთ ამას, ტიტველი, ბრმა ბარტყებივით მიგატოვებთ, ასე იქნება ეს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტვ “პირველის” ეთრში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნის მეხუთე კოლონას წარმოადგენს “წითელი ინტელიგენცია”, რომელიც მზადაა პუტინს ყველაფერი აპატიოს, ხოლო სააკაშვილს ვერაფერს პატიობს.
“ახლა ეს ინტელიგენცია რომ არის, ეს ჩაუძირავი “წითელი ინწელიგენცია”, ახლა თქვენ მოგმართავთ, ძვირფასო მეგობრებო, “პუწინთან” ხო გინდათ და რუსეთთან შერიგება, ამ თქვენს სისხლს და ხორცს რატომ არ ურიგდებით?! რანაირი სამართალია, რანაირად მრუდედ ცხოვრობთ სუყველა?! მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხო ებრძვით, ზვიად გამსახურდიას ზარბაზნები ხო ესროლეთ. ინწელიგენცია და პუტინის მომხრეები ხომ ხართ, მეხუთე კოლონა ხართ”, – განაცხადა სანიკიძემ.