spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გუბაზ სანიკიძე – მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვე, ამ ტყვეობას “ლოჯისტიკას” უკეთებს ბიძინა ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვე,  ამ ტყვეობას “ლოჯისტიკას” უკეთებს ბიძინა ივანიშვილი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით,უკვე ყველასათვის ნათელი გახდა, რომ პუტინი არა თუ საბჭოთა კავშირის, რუსეთის იმპერიის აღდგენას გეგმავს.         

 

“გუშინ დავინახეთ,  რომ პუტინი არავითარი საბჭოთა კავშირის აღდგენას არ აპირებს, ის აპირებს რუსეთის იმპერიის აღდგენას, სადაც არც ავტონომიები იქნება და არც სახელმწიფოებერივი წარმომადგენლობა. რუსეთის იმპერიაში ავტონომია ქონდა მხოლოდ პოლონეთს  და ფინეთს.  აღსანიშნავია, რუსეთის იმპერიაში ის მოიაზრებს პოლონეთსაც და ფინეთსაც, რომ მისი  გავლენის სფეროში მოხდეს ეს ქვეყნებიც. ახლა მნიშვნელოვანია, რა რეაგირებას მოახდენს დასავლეთი, ჯერჯერობით ინიციატივა ისევ რუსეთის ხელშია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

 

მისი თქმით, ყველამ დაინახა, რომ რუსეთის 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სცენარს იმეორებს. მაშინდელი მისი მოწინააღდეგე დღეს ციხეშია, მარტივი მისახვედრია, თუ ვის ინტერესებში შედის ეს. 

 

“მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვე და ამ ტყვეობას “ლოჯისტიკას” უკეთებს ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, პირველ რიგში, შედის რუსეთის ინტერესებში. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, არის იდენტური იმისა, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, მარტივი შეკითხვა ისმის, ვის წინააღმდეგ იყო მაშინ რუსეთის  ფედერაცია? – მიხეილ სააკაშვილის, და სად არის ის ახლა? – ციხეში. ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს არის,  რასაც ახორციელებს ვლადიმერ პუტინი და მისი “ნამესტნიკი” საქართველოში,

 

ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება, რადგან პუტინი მორიგ სისულელეს ჩაიდენს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება ესაა “მინსკის ხელშეკრულების ყულფიდან უკრაინის გამოხსნა” და ამას  უკრაინა წარმატებით გამოიყენებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები