spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გუბაზ სანიკიძე – მიშას კლავს ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი, ერთნი არიან ისინი

მიშას კლავს  ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი, ერთნი არიან ისინი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  იმედოვნებს,  რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს. 

 

“მიშას კლავს ეს ხელისუფლება, მიშას კლავს ბიძინა ივანიშვილი, მიშას კლავს ვლადიმერ პუტინი. ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი არიან „ერთ სულ და ერთ ხორც“, ერთნი არიან ისინი.  რაც შეეხება  „ქართული ოცნების“  წევრებს – ესენი არიან “გააზატებული მონები“, ბიძინამ გაააზატა.  როდესაც სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავით, ეს ხალხი მე არავინ არ მახსოვს, ჩვეულებრივი ვირთხები არიან. 

 

მე მგონი, “კვანძის გახსნა“ ახლოვდება და იმედს ვიტოვებ,  რომ 9 დეკემბერს, თუ რაიმე დარჩა ამ ქვეყანაზე, მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუ ვერ გამოიტანს, მერე უკვე სხვა პროცესები წავა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები