spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გუბერნატორი და ზუგდიდის მერი ნგრევის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ  და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგონა საავადმყოფოში მოინახულეს.

მალხაზ თორიას განცხადებით, საბედნიეროდ, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი.

"ჩამონგრეულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებული იყვნენ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში საცხოვრებელი ფართით. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინებში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს სურდა სოფლად სახლის ფარგლებში სახლის შეძენა. მათ ქონდათ განაცხადი გაკეთებული და ამაზეც თანხმობა ჰქონდათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი. ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული",- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა გადაარჩინეს.
 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები